დუისში კაცი მოკლეს
17/01/2021 12:09:31 სამართალი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლამდე ასაკის იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის – 4 გულ–მკერდის არეში.
მოკლული და სავარაუდო დამნაშავე - ხ.მ. ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო მკვლელი მიმალვაშია.


