პანკისში ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ

18-01-2021 10:04:14 სამართალი

იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ეძებენ მოკლულის თანასოფლელს.

შემთხვევა პანკისში, სოფელ დუისში გუშინ მოხდა. 40 წლის მამაკაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად წარსულში მომხდარი უთანხმოება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს დანით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის – ოთხი გულის არეში. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ხეობაში საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები