Accentnews.ge
ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს

ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს

18/01/2021 10:01:23 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ცნობით, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ის კორონავირუსის გამო რუსეთშია ჰოსპიტალიზებული.

ოფიციალური ცნობით, ამჟამად, სპეციალისტები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს.

ანქვაბი რუსეთში 7 იანვარს გუდაუთის ცენტრალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მედიკოსთა ჯგუფმა გადაწყვეტილება დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად მიიღო.

ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S