ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაკეტილია

19-01-2021 00:11:32 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი მეორე დღეა, დაკეტილია.

როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, მიზეზი როკის გვირაბთან ზვავსაშიში მონაკვეთებია. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა რამდენიმე დღით კიდევ გაგრძელდება.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ამ გზით მარაგდება რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზა.

საქართველოსთან არსებული ე.წ გამშვები პუნქტები დე ფაქტო ხელისუფლებას გაული წლიდან ჩაკეტილი აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები