მსოფლიო მასშტაბით გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთში დაფიქსირდა

19-01-2021 01:36:58 მსოფლიო

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა: ერთ მილიონ ადამიანზე გარდაცვალების მაჩვენებელმა საშუალოდ 16.5 შეადგინა,– იუწყება „გარდიანი“.

ბრიტანეთმა გასულ კვირაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ჩეხეთს გაუსწრო, სადაც ერთ მილიონ ადამიანზე იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 16.3-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3.5 მილიონს აღწევს. ქვეყანაში პანდემიამ 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები