Accentnews.ge
პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

19/01/2021 11:09:46 სამართალი

საქართველოს პროკურატურაში 23 წლის პროგრამიზტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს,– იუწყება პროკურატურა.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა გამოაქვეყნა მიმოწორები და განმარტა, რომ მათ აღნიშნული ერთ–ერთმა ახალმა მოწმემ მიაწოდა. მიმოწერებში იკითხება თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ის საფრთხეზე საუბრობს.

ოჯახმა საქმეზე გამოძიების განახლება მოითხოვა. 19 იანვრის ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ ხსენებულ ახალ მოწკმეს პროკურატურიდან ემუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბაჩალიაშილის საქმეზე ძიება დაასრულა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S