რუსთავში 12 წლის გოგონა მესამე სართულიდან გადავარდა
20/01/2021 06:57:23 სამართალი
რუსთავში 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნება.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


