Accentnews.ge
მედია: კაცმა, რომელიც ოკუპაციამ მეუღლესთან დააშორა, თვითმკვლელობა სცადა

მედია: კაცმა, რომელიც ოკუპაციამ მეუღლესთან დააშორა, თვითმკვლელობა სცადა

20/01/2021 07:18:53 კონფლიქტები

საოკუპაციო ხაზთან, სოფელი ხურვალეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილმა – მალხაზ ვანიშვილმა თვითმკვლელობა სცადა – მან თავი მოიწამლა.

ვანიშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ფორმულას“ ადგილობრივები უყვებიან, მალხაზ ვანიშვილის ემოციური მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპაციამ 8 თვის ორსულ ცოლს დააცილა: 1 თვის წინ მალხაზ ვანიშვილმა ცოლთან – თათია ადიკაშვილთან ერთად ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ცხოვრების უფლება სთხოვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოდ მცხოვრები ბებია–ბაბუის გამო მიიღეს, რომლებსაც ყურადღება ესაჭიროებათ.

ცოლ–ქმარი რამდენიმე დღით კარანტინში მოათავსეს. მოგვიანებით დე ფაქტო მთავრობამ ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა, მისი 8 თვის ორსული ცოლი კი გამოაძევა.

ცნობისთვის: დათა ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მას მეზობლებისგან მავთულხლართები ჰყოფს. ვანიშვილი ცნობილია საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვისაც: მავთულხლართებით გაყოფილი მოსახლეობის მდგომარეობის სიმძიმის საჩვენებლად საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი დიპლომატები თუ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები სწორედ ვანიშვილთან მიჰყვათ ხოლმე „სტუმრად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S