„ჩეჩნეთში ბანდიტური იატაკქვეშეთი გავანადგურეთ“,– კადიროვი ახალი ოპერაციის შესახებ

20-01-2021 15:07:51 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთში „ექვსი ბოივიკისა და მათი ლიდერის – ასლან ბუტუკაევის“ ლიკვიდაციის შესახებ იუწყება.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ბანდიტური იატაკქვეშეთი გავანადგურეთ“,– აცხადებს კადიროვი.

როგორც კადიროვი ჰყვება, სპეცოპერაცია ადრე დაიგეგმადა თავად იღებდა გეგმის დამუშავებაში მონაწილეობას“.

„ბანდის ექვსივე წევრი ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი. ვერც ერთმა ვერ მოახერხა გაქცევა. უკვე იდენტიფიცირებულნი არიან: ასლან ბუტუკაევი, სარალიევი, ისა ბუზურკაევი, დარშაევი“.

კადიროვმა დასძინა, რომ პირადად შეატყობინა კრემლის ლიდერს – ვლადიმირ პუტინს ოპერაციის შეახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები