Accentnews.ge
ცხინვალი ქართული მხარისგან კულტურული მემკვიდრეობის გადაცემას მოითხოვს

ცხინვალი ქართული მხარისგან კულტურული მემკვიდრეობის გადაცემას მოითხოვს

20/01/2021 11:35:42 კონფლიქტები

ცხინვალის პკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული მხარისგან ოქონის ხატ-ტრიპტიკონის გადაცემას მოითხოვენ.

როგორც გორისა და ატენის ეპარქიაში აცხადებენ, ოქონის ხატი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა და ის რეგიონის მფარველად მიიჩნევა.

"ეს ხატი არის ერთიანი ქართული კულტურის და სულიერების ნიმუში და ეს არის ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს საკუთრება. მე-19 საუკუნემდე ინახებოდა აქ, სამწუხაროა, რომ ცხინვალის მუზეუმიდან გაქრა და ამის მიზეზი იყო ფული – იქნა გაყიდული", - განაცხადა მამა გიორგი კერელიძემ.

ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ – დედოფალმა ელენემ ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ დააბრძანა. ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში მან ცხინვალის მუზეუმში გადაინაცვლა, შემდეგ კი დაიკარგა. 2001 წესლ ხატი კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც რუსეთის მოქალაქე მას 2 მილიონ დოლარად ყიდდა. საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ხატი საქართველოში დააბრუნა.

ჟენევის ფორმატით გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლემა მურად ჯიოევმა თქვა, რომ მათ ხატის ცხინვალში დაბრუნება სურთ. მან ეს წინადადება იმ დროს წამოაყენა, როცა ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვდა.

"სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის ხატი-ტრიპტიკონის დაბრუნების შესახებ. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდაა შენახული, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კრიპტიკონის დაბრუნება იქნებოდა მართალია, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გასჩენოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ", - თქვა მან და დასძინა, რომ ეს წმინდათ ჰუმანიტარული საკითხიდა და ოსური მხარე მანამდე ისაუბრებს, ვიდრე ქართულ მხარე ხატს არ დააბრუნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S