„შუბლში ტყვიას დაგახლი“ – კადიროვი ზაკაევს დაემუქრა

21-01-2021 18:49:50 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ახმედ ზაკაევს დაემუქრა.

ვიდეომიმართვაში კადიროვი ცალსახად არ ასახელებს ზაკაევის სახელს და გვარს, მაგრამ მიუთითებს ქალაქს – ლონდონს, სადაც ის ცხოვრობს და პოლიტიკოსის განათლებას.

„ჩამოდი და სარდაფში ჩაგაგდებ. შუბლში დაგახლი ტყვიას და სისხლს ავიღებ. მზად ვარ სისხლიანი შურისძიების მისაღებად ღმერთისა და ხალხის წინაშე“,– განაცხადა კადიროვმა.

კადრში ჩანს, რომ კადიროვს გვერდით უზის ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზამიდ ჩალაევი. სწორედ ის ხელმძღვანელობდა უკანასკნელ სპეცოპერაციას, რომელსაც ექვსი პირი ემსხვერპლა, მათ შორის ასლან ბუტუკაევი.

კადიროვი აღაშფოთა ზაკაევის მიმართვამ ბუტუკაევისა და მისი თანამოაზრეების ლიკვიდაციის შესახებ. უცხოეთში მყოფმა პოლიტიკოსმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მათ "ეროვნული გმირები" უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები