ინოვაციური პროექტი – შვეიცარია ტვირთების მიწისქვეშა გზით ტრანსპორტირებას გეგმავს

22-01-2021 12:30:56 ეს საინტერესოა

შვეიცარიის პარლამენტი იწყებს ახალი, ინოვაციური პროექტის განხილვას, რომელიც ტვირთების მიწისქვეშა ტრანსპორტირებას ითვალისწინებს,– ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება 2030 წელს დაიწყება და 2045 წელს დასრულდება. პროექტით გათვალისწინებული 490 კილომეტრის სიგრძის გვირაბთა სისტემა დისტრიბუციის მთავარ ცენტრებს დააკავშირებს.

ეკოლოგიურად სუფთა მიწისქვეშა ტრანსპორტი განტვირთავს საავტომობილო გზებსა და რკინიგზას.

პროექტი კერძო დაფინანსებით განხორციელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები