Accentnews.ge
სოხუმში პუტინის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა

სოხუმში პუტინის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა

22/01/2021 08:48:42 კონფლიქტები

23 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში – სოხუმში, რუსეთის ე.წ. საელჩოსთან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ინიციატორები არიან „აფხაზეთის რუსული თემი“, კაზაკთა გაერთიანებები და „აფხაზეთის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და რუსეთის ურთიერთობების განვითარების ფონდი“.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „უპირობოდ უჭერენ მხარს პუტინის კურსს“ და შეშფოთებულნი არიან აქციებისკენ „პროდასავლელ ოპოზიციონერ ნავალნის“ მოწოდებით და არ მისცემენ მას რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევის შესაძლებლობას.

23 იანვარს რუსეთში დაგეგმილია საპროტესტო აქციები „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებლის – ალექსეი ნავალნის დაკავების და ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის გამო. საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებები სოციაულური ქსელებით ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღკვეთენ როგორც თავად არასანქცირებულ აქციებს, ასევე საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს. დაიწყო ნავალნის მხარდამჭერების დაკავების პროცესი, სოციალურ მედიას კი აქციის მხარდამჭერი განცხადებების გამოქვეყნების შემთხვევაში, ჯარიმებით ემუქრებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S