რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება

22-01-2021 14:59:14 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ცნობით, 1 თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება.

ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადგმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ფრენები გარკვეული სიხშირით შესრულდება:

"ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე გავაუქმოთ შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია შეძლებს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით",-განაცხადა თურნავამ.

მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.

იხილეთ ასევე: სად რა სახის შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები