
რუსმა ჟურნალისტმა თავდამსხმელებს შორის ბიბილოვის გარემოცვის წევრი ამოიცნო
22/01/2021 14:24:02 კონფლიქტები
ჟურნალისტმა ჩრდილოეთ ოსეთიდან – რუსლან ტოტროვმა მასზე თავდამსხმელების ვინაობა დაასახელა და მათ შორის აღმოჩნდა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მინისტრის მოადგილე სერგეი კაბისოვი.
„დაზიანებები სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მომაყენა – ადამიანმა სამხრეთ ოასეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვიდან. ის იყო რუსლან ტანდელოვთან ერთად, რომელიც ასევე გახლავთ პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი. გამოდის, რომ ანატოლი ბიბილოვს შეეძლო მსგავსი ბრძანების გაცემა. ხოლო თუ ეს თვითშემოქმედებაა, მაშ ვერ აკონტროლებს საკუთარ გარემოცვას. ანატოლი ბიბილოვს ეკისრება პირდაპირის ან ირიბი პასუხისმგებლობა მომხდარზე“,– უთხრა Кавказ.Реалии“–ს ჟურნალისტმა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ თავდასხმა ცხინვალის ფე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკასთანაა დაკავშირებული. გამოძიებას კონტროლს ასეევ უწევს ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი და შს მინისტრი.
ორიოდ დღის წინ ჟურნალისტს ფიზიკურად საკუთარ ოფისში გაუსწორდნენ.