იტალიაში 31 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

23-01-2021 13:48:52 სამართალი

იტალიაში 31 წლის ზურაბ ნადარეიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, დედამ შვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

22 იანვარს კი ახალგაზრდა სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში, (რომელიც კორონავირუსის შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებს) ჩამომხრჩვალი იპოვეს. იქვე იყო ჩანთა პირადი ნივთებით.

პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები