აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს

23-01-2021 18:14:32 პოლიტიკა ,საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქედელიძე აცხადებს, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს. მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი „ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის იბრძოლა“.

თავის მხრივ, ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური წევრია, რომელმაც შესვლაზე თანხმობა განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები