მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

23-01-2021 18:24:03 მსოფლიო

პოლიციამ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ცოლი დააკავა. იულია ნავალნაია მოსკოვში „დიდი დიმიტროვკას“ ქუჩაზე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციამ ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში არასანქცირებული აქციების მონაწილეები უკვე დააპატიმრა.

ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ მოსკოვშიც, რასაც დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის.

18 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში დააპატიმრეს. მას ბრალი პირობითი ვადის დარღვევაში დასდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები