ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

24-01-2021 00:46:05 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება

„21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს ეხება. გადაწყვეტილება მკაფიოდ ადგენს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლები.

სამართლის აღსრულება და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

ევროკავშირი სრულად ერთგულია კონფლიქტის გადაჭრის, რაც ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რათა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობას პასუხი გაეცეს. ევროკავშირის ამას აკეთებს მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ადგილზე იმყოფება.

ევროკავშირის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ – 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს რიგით მეორე სახელმწიფოთაშორის დავაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროკონვენციის ხუთი მუხლის დარღვევა, მათ შორის – წამება და მკვლელობები დაადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები