ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

25-01-2021 10:26:48 მსოფლიო

ესტონეთის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს: ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი – „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე კაია კალასი უხელმძღვანელებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც კალასის კაბინეტის დანიშვნას უახლოეს დღეებში აპირებს, განაცხადა, რომ ესტონეთში კორონავირუსული მდგომარეობის გაუარესება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური არეულობა ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

კაია კალასი იურისტია. ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. კაია კალასი არის „რეფორმის პარტიის“ დამფუძნებლის, სიმ კალასის შვილი. სიმ კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი იყო.

ესტონეთში მთავრობის ფორმირების საკთხი მას შემდეგ დადგა, რაც „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერ-მინისტრ, იური რატასის მთავრობა 13 იანვარს გადადგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები