პოლიციამ დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 729 პირი დააჯარიმა

25-01-2021 11:17:19 სამართალი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის შსს-ს თანამშრომლებმა 729 პირი დააჯარიმეს.

უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ 21:00 საათიდან 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 88 პირი დააჯარიმა.

641 პირი კი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს",-ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები