ჩეჩენმა დეპუტატმა ახალგაზრდას, რომელიც ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე სპეცრაზმს ებრძოდა, დახმარება გარკვეული პირობით შესთავაზა [ვიდეო]

25-01-2021 12:29:12 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა დახმარება შესთავაზა ახალგაზრდას, რომელიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდა. თუმცა დახმარების სანაცვლონ მან ახალგაზრდას პირობა წაუყენა – უარი თქვას პოლიტიკურ პოზიციაზე.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში 24 იანვარს გამოქვეყნდა.

„თუ მათ პოზიციას იზიარებ, არ უნდა გაიქცე, ბოლომდე უნდა მიჰყვე და ჩვენ ვიცით, მათთან როგორ მოვიქცეთ. ხოლო თუ მათ პოზიციას არ იზიარებ, რამზან კადიროვმა [ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი – რედ.] – ჩვენმა ფადიშაჰმა თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით დაგეხმარებით“,– ნათქვამია ჩეჩენი დეპუტატის მიმართვაში.

პოზიცია, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, გლისხმობს იმას, რომ „აღნიშნული მომიტინგეები მხარდს უჭერენ კანონს, რომელიც მამაკაცის მამაკაცზე დაქრწინებას ნებადართულს ხდის“.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, ახალგაზრდა, რომელსაც ჩეჩენი დეპუტატი მიმართავს, იდენტიფიცირებულია: ის 20 წლის სტუდენტი, საიდ–მუხამად ჯუმაევია. ამჟამად მას სამართალდამცველები ეძებენ.

მედიის ცნობით, ჩეჩნეთის პოლიციიდან იმყოფებოდნენ ახალგაზრდის ნათესავების სახლში. ნათესავებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მათ დაუკავშირდა და უამბო, რომ მას თავის არეში გაურკვეველმა პირმა ძლიერად ჩაარტყა და მხოლოდ ამის შემდეგ, იმყოფებოდა რა „არაადექვატურ მდგომარეობაში“, სპეცრაზმთან ბრძოლა დაიწყო და მას არანაირი კავშირი არ აქვს ოპოზიციონერ ნავალნისთან.

ნავალნის მხარდამჭერი აქცია რუსეთის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში გაიმართა. იუწყებიან, რომ დაკავებულია 3 000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები