რუსი „ტროლების“ ცხოვრება: როგორ ამოვიცნოთ „ტროლის“ კომენტარი

25-01-2021 14:24:32 მსოფლიო

„როდეასეც მანდ თავდაპრველად აღმოვჩნდი, არ დავიჯერე, რომ ეს რეალურია. კი აღწერეს, რა როგორ მუშაობს, მაგრამ უტოპიად მივიჩნიე. რეალურად კი ყველაფერი ასეა მოწყობილი“,– უამბო „რადიო თავისუფლებას“ სერგეი კ.–მ – პეტერბურგის საინფრმაციო სამსახურის თანამშრომელმა, „ტროლების ფაბრიკის“ ერთ–ერთი განყოფილებიდან, რომელსაც „პუტინის პოვარი“ ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს.

მუშაობის დაწყებამდე „მომავალ ტროლებს“ რამდენიმე დოკუმენტზე აწერინებენ ხელს, მათ შორის – ინფორმაციის გაუთქმელობაზე. ამ ხნის განმავლობაში ხელწერილით ნაკისრი ვალდებულებები მხოლოდ რამდენიმე პირმა დაარღვია, თუმცა წლების განმავლობაში პრინციპულად არც არაფერი შეცვლილა: „ფაბრიკამ“ ადგილმდებარეობა რამოდენიმეჯერ შეიცვალა და გაფართოვდა.

სერგეი კ.–მ უამბო ჟურნალისტს, სადღეისოდ როგორ მუშაობენ „ტროლები“, წარადგინა დავალებების ნუსხა, რომელთაც ყოველდღიურად იღებენ „კრემლის ბოტები“; ანგარიშგება, თუ რამდენი კომენტარს გამოაქვეყნებს თითოეული სამუშაო საათების განმავლობაში, რომელთა ნაწილი შერაცხმყოფელი და უცენზუროა: „ფაბრიკის“ ერთ–ერთი განყოფილება მუშაობს პორნოფილმებიდან მოჭრილ კადრებზე ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახეების დამაგრებაზე.

„ბევრი განყოფილებაა, თითოეულ კაბინეტში დაახლოებით, 15 ადამიანი ზის. ერთი განყოფილება მუშაობს YouTube–ზე, მეორე – „ВКонтакте“–ზე, მესამე – „ფეისბუქზე“ და ა.შ. თითოეულ განყოფილებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ექაუნთებით, რომელთა შესაქმნელადაც დიდი რაოდენობის სიმ–კარტები არსებობს“,– ამბობს სერგეი კ.

ის აღნიშნავს, რომ სხვადასხვა რეიტინული მედიასაშუალებების სოციალურ გვერდებზე ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს:

"დააკვირდით დასავლეთის შესახებ კომენტარებს – მაშინვე იგრძნობა, ვისი ნამუსევარია ეს“,– აღნიშნავს სერგეი.

მისივე თქმით, „ფაბრიკაში“ ასევე არსებობს განყოფილება, სადაც ყველას შესახებ გროვდება კომპრომატები:

„ყველაფერს თავისი განყოფილება აქვს. ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებლი სტრუქტურა. უბრალოდ, თავში აზრად არ მოგივა, რა სისულელით არიან ადამიანები დაკავებული და საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებისთვის. ჯამში რამდენი ადამიანი მუშაობს, არ ვიცი –ყველა განყოფილებაში არ ვყოფილვარ, მით უფრო, რომ ისინი სხვადასხვა შენობებში არიან განლაგებულნი. დღის სმენაში მხოლოდ ერთ შენობაში 150–მდე ადამიანია, ხოლო თუ ჯამში ავიღებთ, ვფიქრობ – 1000–მდე: ერთი ჯგუფი აგროვებს მონაცემებს, მეორე – მონაცემებს განყოფილებებს აწვდის, მესამე თათბირობს თეზისებზე, რა უნდა გაშუქდეს, რა – არა, რაზე გაკეთდეს აქცენტი".

სერგეი ყვება, რომ ჯგუფში მოხვედრამდე მისი მონაცემები უსაფრთხოების სამსახურმა ბაზაში შეისწავლა, შემდეგ გაიარა ტესტირება, სადაც კონკრეტული ინფორმაციის კომენტირებისას იმპროვიზაციისთვის უნდა მიემართა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს „კომენტარების ომში“:

„სამუშაო არაა ოფლის მომდენი: იჯექი შენთვის, უკაკუნე კლავიშებს და წერე ერთი და იგივე სისულელე 11 საათის განმავლობაში. თანამშრომლები ორ სმენაში მუშაობენ – ნაწილი დღისით, ნაწილი – ღამით. დიპლომს არავინ ითხოვს, საკმარისია საშუალო განათლება და გრამატიკის ცოდნა. სრულიად განსხვავებლი ადამიანები მოდიან, მათ შორის – ძალიან განათლებულებიც, პროფესორები. არა მხოლოდ ახალგაზრდები, პენსიონერებიც კი არიან. განსხვავებული ინტელექტის ადამიანები მოდიან, თუმცა ყველა ბრძანების თანახმად მუშაობს“.

სერგეი ამბობს, რომ სამუშაო საათების განმავლობაში ნორმა 120 კომენტარის დაწერაა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ნაწილი 40 000–ს იღებს [სავარაუდოდ, მანეთს. – რედ.], ხოლო ვინც „თავდაუზოგავად მუშაობს“, 45–50 ათასს და მეტსაც.

„არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ, ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმზე მუშაობენ, სჯერათ რა, რომ პრობლემა იმაში კი არაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა მოწყობილი, არამედ – აშშ–ში.

ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ „ფაბრკის“ უსაფრთხოების სამსახური მკაცრად აკონტროლებს თანამშრომლებს და ამოწმებს, სამუშაო საათების დროს კომპიუტერთან რით იყვნენ დაკავებულები.

სერგეი აღნიშნავს, რომ „ტროლის“ მიერ დაწერილი კომენტარის ამოცნობა შესაძლებელია:

„ბუნებრივია, ყველა პროპუტინისტული კომენტარის ავტორი „ტროლი“ არაა. თუ თქვენ მსგავსი ეჭვი გაქვთ, შეამოწმეთ კომენტარის ავტორის ექაუნთი. როგორც წესი, „ტროლის“ ექაუნთი დახურლია. როგორც წესი, ისინი რეალური ადამიანების ფოტოებს „ოდნაკლასნიკიდან“იპარავენ, მას იმგვარად ამუშავებენ, რომ "Яндекс. Картинки"–ს მეშვეობით მოძიება გაჭირდეს, მაგალითად, შავ–თეთრად გარდაქმნიან.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ტროლების ფაბრიკის“ წინააღმდეგ მუშაობენ. ისინი ფოტოებს ეძებენ, ორიგინალებს პოულობენ და კომენტარებში აქვეყნებენ: „აი, ფოტო მოიპარე, ნაძირალავ". მივწერ ფოტოს ავტორს, „არა რას აკეთებო“. ერთხელ ერთ–ერთი პოსტის ქვეშ დავწერე კომენტარი და პირადად მომწერა გოგონამ, „საიდან გაქვთ ეს ექაუნთი? ეს ფოტო ჩემს დას ეკუთვნისო“. შევედი მის გვერდზე და აღმოვაჩინე, რომ გოგონა, რომლის ფოტოსაც ვიყენებდი, ავარიაში დაიღპა. ეს კოშმარია. გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს იპარავენ. მაშინ თავი ძალიან ბინძურად ვიგრძენი და ამ გრძნობას ამ დრომდე ვერ გავექეცი. ასობით ექაუნთით [ანგარიში – რედ. ]მიმუშავია: როდესაც ერთს აუქმებდნენ, მეორეს მაწვდიდნენ. თითოეულ ექაუნთს თავისი თემატიკა აქვს. მაგალითად, კაცმა უნდა წეროს იარაღზე, ქალმა – კეთილდღეობაზე.

საუკეთესოდაა მიჩნეული ანგარიში, თუ მას მეგობრები ჰყავს და ფოტოები გარკველი ინტერვალითაა გამოქვეყნებული. მსგავსი ანგარიშები ოქროს ფასი ღირს და გამოყენებასაც ფრთხილად ცდილობენ, რომ არ დაიბლოკოს.

„შეგიძლია, დედა აგინო სხვადასხვა ფორმით, მთავარია, არ დაგბლოკონ. შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო და თუ მსგავსი ინიციატივა გაქვს, შეგიძლია, ხელმძღვანელობასთან შეათანხმო. პოსტებს თავს ვესხმით ბრძანების მიხედვით.“

„ტროლების ფაბრიკის“ თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მათთან ოფისში პრიგოჟინი არა, მაგრამ მისი თანაშემწე მიდის ხოლმე:

„რატომღაც მისი ყველას ეშინია.

თავდაპირველად მუშაობა სახალისოც კი იყო. კოლექტივში მათ შორის პუტინზეც ღიად ხუმრობდნენ. ყველას ესმის ძალაუფლების გამო რა აბსურდსაც სჩადიან. მაგრამ სამუშაოს ფული მოაქვს. გარკვეული დროის შემდეგ დაძაბულობა მომეხსნა, თუმცა სინდისმა შეწუხება დამიწყო. მუდმივი სტრესი მქონდა. ადამიანს, რომელსაც არ უნახავს, ეს სისტემა როგორ მუშაობს, რთულად წარმოუდგენია, რომ ზრდასრული ადამიანები სხედან და აბსოლუტური სისულელით არიან დაკავებულები".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები