„დონალდ კუკმა“ შავ ზღვაში ნატო–ს სამხედრო მანევრებში მიიღო მონაწილეობა

25-01-2021 14:52:34 თავდაცვა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და ნატოს საჰაერო ძალების სარდლობამ 2021 წლის პირველი ერთობლივი წვრთნა გამართეს შავ ზღვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანმა ხომალდმა, „დონალდ კუკმა“. ამის შესახებ აშშ-ის მეექვსე ფლოტის სარდლობა იუწყება.

ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემის გარდა ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობდნენ ასევე იტალიისა და გერმანიის სამხედრო თვითმფრინავები.

„ინტეგრირებული საზღვაო ოპერაცია წარმოაჩენს ჩვენს შესაძლებლობებს სამხედრო მოქმედებების ყველა დონეზე თანაბრად უზრუნველვყოთ მრავალდონიანი თავდაცვა. ჩვენ მოქმედება გვიხდება უსაფრთხოების წარმოუდგნელად რთულ გარემოში, რომელიც მოითხოვს მაღალი დონის თანამშრომლობას და სიმტკიცეს რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა, ჯინ ბლეკმა.

სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი, „დონალდ კუკი“, ბოლო წლებში არაერთხელ იმყოფებოდა შავ ზღვაში საწვრთნელი მისიით.ბოლოს „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში გასული წლის ნოემბერის ბოლოს ღებულობდა მონაწილეობას მრავალერობნულ მანევრებში.

„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში იმყოფებოდა 2019 წლის იანვარში.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ცნობაში მითითებულია, რომ შავი ზღვა წარმოადგენს საზღვაო ვაჭრობისა და მთელი ევროპის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვან მარშრუტს.ამერიკული გემები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეების და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები