ევროკომისიას მოგზაურობის წესების გამკაცრება სურს

25-01-2021 22:34:40 მსოფლიო

ევროპის კომისია რეკომენდაციით გამოვიდა, უფრო მკაცრად მოხდეს მგზავრების კოვიდ-19-ზე შემოწმება: ევროპის კავშირის აღმასრულებელი უწყება 27 წევრ ქვეყანას მოუწოდებს, ნორმად დააწესოს მოგზაურობის წინ PCR-ის ტესტირება ყველასთვის, რა მიზნითაც უნდა ჩადიოდეს ადამიანი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამასთან, დააწეროს კარანტინი ყველასთვის, ვინც ჩადის რეგიონებიდან, სადაც კორონავირუსის უფრო გადამდები ვერსიაა გავრცელებული.

ამასთან, უკვე არსებული მწვანე, ნარინჯისფერი, წითელი და რუხი ფერის ზონებთან ერთად კომისია გამოდის წინადადებით, შეიქმნას „მუქი წითელი ზონა“, სადაც ვირუსი ვრცელდება ძალიან მაღალ დონეზე. ასე შეფასდება ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში 100 ათას მცხოვრებზე აღირიცხება 500 შემთხვევა.

ევროკომისიის რეკომენდაციით, ტესტირების და კარანტინის მსგავსი გაძლიერებული რეჟიმი უნდა დაწესდეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნითაც იმ ზონებს შორის, რომლებიც „მუქ წითლად“ არიან შეფასებული ევროპის პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის მიერ.

შეზღუდვები ასევე უნდა გავრცელდეს პირებზე, რომლებსაც არ აქვთ ევროპის კავშირის მოქალაქის პასპორტი. ამ პირებს, როცა ისინი ევროკავშირში შედიან, ევალებათ PCR-ის ტესტი გაკეთება მოგზაურობის დაწყებამდე 72 საათით ადრე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ევროკავშირში მცხოვრებთ და მათ ნათესავებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტესტირების გაიარონ ჩამოსვლის შემდეგაც. სავალდებულო ტესტირება შეიძლება შეთავსებულ იქნეს თვითიზოლაციასთან, კარანტინსა და კონტაქტების მეთვალყურეობასთან, ასევე დამატებით ტესტირებასთან, რომელიც უნდა ჩატარდეს 14 დღის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იმავე პირობებს უყენებს თავის მოქალაქეებს, როგორსაც არა წევრი.

როგორც სააგენტო AFP-ი იტყობინება, ევროკავშირში ვითარება მას მერე გამძაფრდა, რაც ბრიტანულ-შვედურმა ფარმაკოლოგიურმა ფირმამ AstraZeneca-მ გამოაცხადა, რომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ევროკავშირისთვის კოვიდ-19-ის საწიააღმდეგო ვაქცინის მიწოდების შესახებ. მანამდე Pfizer-მა განაცხადა, რომ გადაიდება მისი ვაქცინის მოწოდებაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები