ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი შემცირება შეიმჩნევა

25-01-2021 23:36:17 მსოფლიო

ისრაელში 60-ს ზემოთ ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის 60%-ით შემცირება შეიმჩნევა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მოწყვლად ჯგუფებს გაუკეთეს,– იუწყება ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, საავადმყოფოებში ვაქცინაციის დაწყებიდან მე-18 დღეს პაციენტების განთავსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო 23-ე დღეს, ანუ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ორ დღეში, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა დაახლოებით 60%-ით დაიკლო.

მედია გამოთქვამს ვარაუდს, რომ მსგავსი მოვლენის მიზეზი შესაძლოა, ახალაცრილი ადამიანების მიერ „ლოქდაუნის“ წესების ზედმიწევნით გათვალისწინება იყოს.

ისრაელი COVID-19-ზე აცრილთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერია. ქვეყანა ეკონომიკის გახსნას მარტის შუა რიცხვებიდან გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები