ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26/01/2021 13:26:46 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 332-მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


