Accentnews.ge
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა

27/01/2021 07:13:52 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა.

როგორც "აქცენტს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს.

გენერალმა მათიაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციაზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს კრიტიკული პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, რჩება საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს კონტრიბუცია ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

გენერლებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს ყურადღება" - ნათქვმია ინფორმაციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S