
აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს 31 ცხედარი გადასცა
27/01/2021 07:30:32 კავკასია
აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპული 31 სამხედროს ცხედარი გადასცა,- იუწყება სომხური მედია.
მედიის ცნობით, ცხედრების სამძებრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, სულ საომარი მოქმედებების ზონაში ნაპოვნია 1 318 გარდაცვლილის ცხედარი.
სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში სულ 3 500 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ბევრი სამხედრო ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.