
ფაშინიანი ახალ პროგრამას აანონსებს
27/01/2021 13:28:14 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინანის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, სომხეთის მოქალაქეებს საჰაერო გზით რუსეთში გამგზავრება შეუძლიათ.
როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, სომხურმა და რუსულმა მხარეებმა შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
“პროგრამა საპილოტო რეჟიმში 1 თებერვლიდან 1 მარტამდე ამოქმედდება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს იმუშავებს”, -დასძინა ფაშინიანმა.