Accentnews.ge
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანი: "მე და ჩემი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანი: "მე და ჩემი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს"

05/07/2019 08:32:50 სხვა, საზოგადოება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" "ღამის შოუ პირველზე" წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ გადაცემის დაწყებამდე მაყურებელს მიმართა და განაცხადა, რომ ის და მისი ჯგუფი უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც 20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა გამოიწვია.

"მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა, გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან. დღეს “ღამის შოუ პირველზე"-ს სეზონის ბოლო გადაცემაა. შესაბამისად, მე ეთერიდან გემშვიდობებით. აქვე, მინდა ,გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში”. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება ზემოთ ხსენებულ კამპანიას და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში”, – განაცხადა წამყვანმა.

ბაჩო ქაჯაიას გადაცემაში ეცვა მავთულხლართებით მოხატული მაისური წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S