გიგიაძე – კარტოგრაფებზე: "ეს პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე"
28/01/2021 15:12:37 სამართალი
ქართველი დიპლომატი გიგი გიგიაძე – ერთადერთი მოქმედ დიპლომატებს შორის, რომელმაც დაკავებულ კარტოგრაფებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, მეცნიერების პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმიანება.
"მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადსტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამინის დანახვა საპყრობილეს გარეთ!",– წერს დიპლომატი.
იხილეთ ასევე: მედია: დიპლომატი, რომელმაც კარტოგრაფებს მხარი დაუჭირა, რეზერვში გადაჰყავთ


