Accentnews.ge
კარტოგრაფების გირაოს სრულად დასაფარად "სირცხვილიას" ანგარიშზე 40 000 ლარი 2 საათში შეგროვდა

კარტოგრაფების გირაოს სრულად დასაფარად "სირცხვილიას" ანგარიშზე 40 000 ლარი 2 საათში შეგროვდა

28/01/2021 19:01:07 სამართალი

კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სრულად დასაფარად სამოქალაქო ორგანიზაცია "სირცხვილიას" ანგარიშზე 40 000 ლარი 2 საათში შეგროვდა.

"მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს", - აცხადებს ორგანიზაცია.

დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S