Accentnews.ge
ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან: „გშინდელმა ფაქტმა ჩვენსა და „ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა“

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან: „გშინდელმა ფაქტმა ჩვენსა და „ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა“

29/01/2021 09:15:49 პოლიტიკა

„მოქალაქეების“ ლიდერები – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. როგორც ცნობილია, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდებიან.

შეხვედრამდე ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარტოგრაფების გათავისუფლებამ ნდობა გააღრმავა.

"საბოლოო შეთანხმებამდე შეიძლება მივიდეთ, შეიძლება – ვერა. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ამ ყველაფერს ძალიან კარგი ფონი შეუქმნა – ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა ნამდვილად გააღრმავა: გვინდოდა, რომ რომ ეს ასე მომხდარიყო, ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. ეს მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა. ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ცდილობდა ჩემი ნათქვამი გადაეკეთებინა, თითქოს ეს ყველაფერი "ელისაშვილმა მიიწერა". მე ვთქვი – „მოლაპარაკების პროცესი“. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია, წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებზეც შევთანხმდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გვაქვს. ჩვენ არავის არაფერზე ვევაჭრებით. საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არის საკითხი, რომელიც ვერ მოვაგვარეთ, 30 წელია და ახლა არის შანსი, ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში",– განაცხადა ელისაშვილმა.

ანალოგიური პოზიცია აქვს ლევან იოსელიანსაც.

„კარტოგრაფების გათავისუფლებამ შექმნა უკეთესი ფონი. დაგვიკავშირდნენ, მოვედით და ვაგრძელებთ მოლაპარაკებას",– განაცხადა ლევან იოსელიანმა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრამდე და დასძინა, რომ მეტს შეხვედრის შემდეგ ეტყვის საზოგადოებას.

იხილეთ ასევე: ივერი მელაშვილი ალეკო ელისაშვილს პასუხობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S