თალაკვაძე: „ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს“
29/01/2021 12:10:35 პოლიტიკა
ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, ველოდებით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მას არ დაუზუსტებია, „მოქალაქეების“ გარდა, ვის ელის პარლამენტში.
„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა დოკუმენტში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს დოკუმენტს პარტია „მოქალაქეებმა“ და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების, მათთვის, ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს, მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველოდებით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ პარლამენტში შედიან.


