Accentnews.ge
რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრი მთიან ყარაბაღში მუშაობას 30 იანვარს დაიწყებს

რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრი მთიან ყარაბაღში მუშაობას 30 იანვარს დაიწყებს

29/01/2021 14:00:24 კავკასია

მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრი 30 იანვარს დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სადამკვირვებლო ცენტრში 60 რუსი და 60 თურქი სამხედრო მოსამსახურე იმუშავებს, მონიტორინგი კი სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდება.

აღდამში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 12 დეკემბერს განაცხად.

2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S