Accentnews.ge
“უმამოდაა გაზრდილი, გზას ასცდა”: კადიროველებმა ნავალნის მხარდამჭერ მიტინგზე ახალგაზრდა ჩეჩენი მამაკაცის “ომონელებთან” დაპირისპირება განმარტეს

“უმამოდაა გაზრდილი, გზას ასცდა”: კადიროველებმა ნავალნის მხარდამჭერ მიტინგზე ახალგაზრდა ჩეჩენი მამაკაცის “ომონელებთან” დაპირისპირება განმარტეს

29/01/2021 15:48:13 კავკასია

ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრებამ და უმამოდ გაზრდამ ნეგატიურად იმოქმედა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ საიდ-მუჰამედ ჯუმაევზე, - ასე განმარტა 23 იანვარს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ მიტინგზე ჯუმაევის “ომონებელთან” ხელჩართული დაპირისპირება ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლების პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა.

"მშობლების გაშორების შემდეგ იგი დედასთან იზრდებოდა სამშობლოს ფარგლებს გარეთ, რაც, როგორც ცნობილია, უჩვეულოა ჩეჩენი ბავშვებისთვის და ცუდად მოქმედებს მოზარდის სრულფასოვან ფორმირებაზე", – წერს დაუდოვი “ინსტაგრამში” პირად გვერდზე.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა “ყველა ზომა მიიღო ჯუმაევის ბედის შესამსუბუქებლად, მაგრამ მან მაინც სხვა გზა აირჩია".

"ჩვენ ვეცადეთ, ჯუმაევს დავკავშირებოდით და განგვემარტა, რომ თავისი მოქმედებით მან კანონი დაარღვია და ამას გარკვეული შედეგები ექნებოდა. იმედი გვაქვს, ჯუმაევი ნავალნის მხარდამჭერი არაა და მისი მოქმედება მხოლოდ შეცდომაში შეყვანილობის შედეგი იყო” – ნათქვამია დაუდოვის კომენტარში.

23 იანვრის აქციაზე “როსგვარდიელებთან” ჯუმაევის ხელჩართული დაპირისპირების კადრები ინტერნეტში გავრცელა. პოლიციამ იგი ძებნაში გამოაცხადა. 28 იანვარს ახალგაზრდა პსკოვის ოლქში დააკავეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე “ხელისუფლების წარმომადენლების მიმართ ძალადობის გამოყენების” მუხლითაა აღძრული. სასამართლომ ჩეჩენ ახალგაზრდას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჯუმაევმა ბრალი აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S