Accentnews.ge
თურქეთის მთავარმა დიპლომატმა ამიერკავკასიაში თანამშრომლობის «3+3» ფორმატის მხარდაჭერა გამოხატა

თურქეთის მთავარმა დიპლომატმა ამიერკავკასიაში თანამშრომლობის «3+3» ფორმატის მხარდაჭერა გამოხატა

29/01/2021 16:19:19 კავკასია

თურქეთის მთავარმა დიპლომატმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ირანელ კოლეგა მოჰამედ ჯავად ზარიფთან ერთობლივ ბრიფინგზე ამიერკავკასიაში თანამშრომლობის «3+3» ფორმატის მხარდაჭერა გამოხატა.«ურთიერთობების ნორმალიზება უპირველესად, თავად რეგიონის ქვეყნების ინტერესებში შედის. ეს განსაკუთრებით ეხება სომხეთს და სომეხ ხალხს, რომლებიც სარგებელს მიიღებენ ახალი ვითარებიდან. ამდენად, ველით, რომ ერევანი ამ მიმართულებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს», – აღნიშნა მინისტრმა.

თურქმა დიპლომატმა სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გრძელვადიანი შენარჩუნების მშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

«მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის, საჭიროა რეალური შენატანი. ვგეგმავთ, განვავითაროთ თანამშრომლობა ფორმულით «3+3», რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და შემდეგ თურქეთისა და რუსეთის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერებმა დაუჭირეს მხარი», – განაცხადა მინისტრმა.

თურქეთის მთავარმა დიპლომატმა ისიც აღნიშა,რომ პანდემიის დასრულების შემდგომ პერიოდში რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ვაჭრობა, ლოჯისტიკა და ინვესტიციები, არამედ სტაბილურობაც.

მისმა ირანელმა კოლეგამ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ირან-თურქეთის თანამშრომლობა ცალსახად დადებითი ფაქტორი იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის. ზარიფმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში ირანში ამ ქვეყნის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავარი დიპლომატების შეხვედრა ჩატარდება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქეთს აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს შემდეგ ესტუმრა. მანამდე მან ექვსმხრივი (რუსეთი, რანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) რეგიონული თანამშრომლობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია “ექვსთა პლატფორმის” შექმნა სახელმწიფოებს თანამშრომლობის განვითარებისთვის. ამ ინიციატივას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც დაუჭირა მხარი.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე რუსეთთან ვერანაირ ერთობლივ ფორმატებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, სანამ მას საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S