ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
29/01/2021 17:34:25 სამართალი
ბათუმში, ანგისის დასახლებაში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


