Accentnews.ge
თომას დე ვაალი: "რუსეთი ვერ იმოქმედებს ყარაბაღში ისე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში"

თომას დე ვაალი: "რუსეთი ვერ იმოქმედებს ყარაბაღში ისე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში"

01/02/2021 07:02:44 კავკასია, კონფლიქტები

თომას დე ვაალი: "რუსეთი ვერ იმოქმედებს ყარაბაღში ისე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში"

Carnegie–ს კვლევითი ცენტრის მკვლევარი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი მიიჩნევს, რომ "რუსეთი ვერ იმოქმედებს ყარაბაღში ისე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში". ამის შესახებ ექსპერტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბრისას განაცხადა.

“რუსეთს საკუთარი დღის წესრიგი აქვს. მას სურს, სამშვიდობო შეთანხმებამ იმუშავოს. თუმცა, კიდევ ბევრი გადაუჭრელი საკითხი არსებობს. მაგალითად, ტყვეების საკითხი. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ვფიქრობ, ისინი ნაკლებად კმაყოფილნი არიან იმით, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიას არ აქვს მკაფიო მანდატი და რუსეთს ცალმხრივ რეჟიმში ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ამასთან, რუსეთი ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ არსებობს მისი მისიის ხუთწლიანი ვადა, რომელიც შესაძლოა, ავტომატურად არ გაგრძელდეს, თუკი ამის წინააღმდეგები ბაქო ან ერევანი იქნებიან. ასე რომ, რუსეთი ვერ იმოქმედებს ყარაბაღში ისე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მას ბაქოს ინტერესების გათვალისწინება უწევს", – განაცხადა დე ვაალმა.

როგორც ექსპერტი მიიჩნევს, "ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში რუსეთს სურს, კონფლიქტზე პასუხისმგებლობის გაყოფა საფრანგეთთან და აშშ-თან. გარდა ამისა, ვფიქრობ, თავად ბაქოსაც და ერევანსაც არ სურთ, რომ რუსეთს ჰქონდეს მონოპოლია კონფლიქტზე”.

მისივე თქმით, აშშ-ს და ევროკავშირს შეუძლიათ რიგ საკითხებში, მათ შორის პოლიტიკურ და რეგიონის ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი და მხარდაჭერა, "თუმცა ამ ეტაპზე ისინი ბევრად ჩამორჩნენ კონფლიქტის დარეგულირების პროცესს, რუსეთისგან განსხვავებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S