Accentnews.ge
გახარია - ჩხოროწყუს ინციდენტზე: "ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში როგორ უნდა მივიდნენ"

გახარია - ჩხოროწყუს ინციდენტზე: "ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში როგორ უნდა მივიდნენ"

01/02/2021 11:33:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქმეზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ".

"უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლომდე მივა და გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ", - განაცხადა გახარიამ.

ჩხოროწყუს ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ბავშვები დამლაგებლად: ვინ აგებს პასუხს?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S