ფოთში, ბინაში დაკვამლიანების შედეგად შუახნის მამაკაცი და მისი მომვლელი გარდაიცვალნენ
01/02/2021 12:03:27 სამართალი
ფოთში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დაკვამლიანების შედეგად შუახნის მამაკაცი და მისი მომვლელი გარდაიცვალნენ. მეზობლების ინფორმაციით, დაკვამლიანება ბინაში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ცხედრები ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო.


