Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს 36 წლის პაციენტი ემსხვერპლა

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს 36 წლის პაციენტი ემსხვერპლა

01/02/2021 14:41:25 კონფლიქტები

ცხინვალის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 36 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც სააგენტო «Рес»-ს მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ აცნობა, პაციენტი კლინიკაში 29 იანვარს მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. მანამდე იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შინ რჩებოდა ყელის ტკივილით, მაღალი სიცხითა და საერთო სისუსტით, თუმცა არანაირი მკურნალობა არ მიუღია.

ამასთან, როგორც ჯიოევა აცხადებს, პაციენტს ტუბერკულოზი და ვირუსული ჰეპატიტი ჰქონდა ანამნეზში, კორონავირუსის ფონზე კი ორმხრივი პნევმონიაც განუვითარდა.

“პაციენტი კლინიკაში კომპლექსურ თერაპიას იღებდა, თუმცა მისი მდგომარეობა პროგრესულად უარესდებოდა და 1 თებერვალს გული გაუჩერდა” – დასძინა მან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 21-ით გაიზარდა და 2800-ს მიაღწია. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება არ ასაჯაროებს ინფორმაციას გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის თაობაზე. ადრე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “კორონავირუსის გამო სამხრეთ ოსეთმა 60-ზე მეტი ადამიანი დაკარგა».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S