Accentnews.ge
მელაშვილი მასზე განხორციელებულ სიტყვიერ თავდასხმაზე: "ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგია"

მელაშვილი მასზე განხორციელებულ სიტყვიერ თავდასხმაზე: "ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგია"

01/02/2021 19:01:36 სამართალი

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი მასზე განხორციელებულ სიტყვიერ თავდასხმას "პროვოკაციად" აფასებს.

როგორც მელაშვილმა TV პირველს განუცხადა, არ გამორიცხავს, მომხდარი მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელების შედეგი იყოს.

"ვფიქრობ, რომ უბრალოდ პროვოკაციაა. ვიღაც-ვიღაცებმა რაღაც გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგი შეიძლება იყოს... რაიმე ისეთი არ მომხდარა, უბრალოდ მაკადრა რაღაც და ხმამაღლა მელაპარაკა. ეს ალბათ ერთ-ერთი მათგანი არის, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", - განაცხადა მელაშვილმა.

მოქალაქე ბაქარ ადამიამ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადამიამ მას "მოღალატე" უწოდა.

ახალგაზრდა, რომელიც მელაშვილს ღალატში ადანაშაულებს ამბობს, რომ ქვეყანაში "სამართალი არსებობს", მელაშვილს კი "ფაქტებით დაუდასტურდება დანაშაული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S