Accentnews.ge
"მე მილიონი საქმე მაქვს აქ, ხალხს უნდა ვემსახურო"

"მე მილიონი საქმე მაქვს აქ, ხალხს უნდა ვემსახურო"

02/02/2021 08:42:54 პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას დადებიტად აფასებს და ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდეს "მოქალაქეებსა" და "ოცნებას" შორის დადებულ მემორანდუმს.

"მმართველმა გუნდმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო და შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება. ამომრჩეველს ის ადარდებს ვინ შევა და ვინ არ შემოვა? უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი. კარგი გადაწყვეტილებაა, არ შეიძლება შანტაჟით ლაპარაკი არც ერთი მხრიდან. კარი არ იხურება და მოლაპარაკება გაგრძელდება. მემორანდუმს შემოუერთდნენ, არ მოსწონთ რამე მუხლი და გააუმჯობესონ, მოსწონთ და შემოუერთდნენ. ძალიან კარგი მემორანდუმი დევს მაგიდაზე. ორმა კაცმა შევძელით ეს, 54 ხომ არიან და გააუმჯობესონ. მე მილიონი საქმე მაქვს აქ და ხალხის სამსახურში ვარ, ხალხს უნდა ვემსახურო", - აცხადებს ელისაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S