წულუკიანმა გვარამიას პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახადა: "მთავარი არხის" გენდირექტორი ომბუდსმენს მიმართავს

02-02-2021 14:42:25 პოლიტიკა ,საზოგადოება

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახადა. საუბარია ტელეფონის ნომერზე, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე ღია ეთერში წაიკითხა.

„აქცენტი“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს.

რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში“,– ამგვარად ეხმიანება წულუკიანს ნიკა გვარამია.

ის სახალხო დამცველსაც მიმართავს:

„უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ“.

გვარამია ამბობს, მის პირად ტელეფონზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელება ინტენსიური გახდა:

„ბოლო 10 წთ–ში 50–მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები