Accentnews.ge
ვოლსკი - მელაშვილზე: "ტაქტიკაა, ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ შეურაცხყოფა მიაყენონ"

ვოლსკი - მელაშვილზე: "ტაქტიკაა, ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ შეურაცხყოფა მიაყენონ"

02/02/2021 10:07:36 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე გუშინდელ სიტვიერ თავდასხმას მისი დაცვის მხარის ტაქტიკას უწოდებს.

"გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით, ემოციების შეჯახება ერთმანეთთან. თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები, მიწათამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებს მოაწერეს ხელი, უნდა საზოგადოებას წარუდგინო და ხშირ შემთხვევაში ერთი მათგანი ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს და იქნებ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი მოელიან, იქნებ მერე საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალო. ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი არ იყო საჭირო". - განაცხადა ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილს გუშინ ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში თავს სიტყვიერად დაესხნენ და მას "მოღალატე" უწოდეს. თავად მელაშვილი კი მასზე სიტყვიერ თავდასხმას მის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უკავშირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S