ქედის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა
02/02/2021 11:13:03 სამართალი
ქედის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოზრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.


