Accentnews.ge
სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა

02/02/2021 11:33:12 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი და მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ყოფილ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს 2017 წლის 12 მაისს დაესხნენ. თორდიამ თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა.

ფარცხალაძეს ბრალი 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა. იგი არ დაუკავებიათ. ფარცხალაძესან ერთად წარუდგინეს ბრალი მიხეილ ჩოხელსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S