Accentnews.ge
ბურჯანაძე ზურაბიშვილს მისსავე გადაწყვეტილებას ახსენებს

ბურჯანაძე ზურაბიშვილს მისსავე გადაწყვეტილებას ახსენებს

02/02/2021 12:40:33 პოლიტიკა

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 1 თებერვალს გაკეთებული მოწოდების საპასუხოდ 2008 წელს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახსენებს.

„გახსოვთ 2008 წელს ქალბატონი სალომეს პარტიამ რა გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? ბოიკოტი გამოუცხადა: ერთი ადამიანი შევიდა ქალბატონი სალომეს პარტიიდან პარლამენტში. მას ქალბატონი სალომეს კატეგორიული მოთხვნით მოუწია პარტიის დატოვება, იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე მხარს უჭერდა ბოიკოტს. ეს პარტიაში დიდი სკანდალი იყო. როგორ არის?როდესაც თავად გაუყალბეს არჩენები და თვლიდა, რომ არჩენები გაუყალბეს, მაშინ ბოიკოტი სწორი იყო?! როცა სხვას გაუყალბეს არჩევნები და თვითონ ბიძინა ივანიშვილის ნაყდი პრეზიდენტის სავარძელი მოირგო, ახლა ბოიკოტი ცუდია?!

შეიძლება, ადამიანმა პოზიციები შეიცვალო – რაც 4 და 10 წლის წინ მიგაჩნდა სწორად, დღეს შეცვალო, მაგრამ უნდა ახსნა, რაშია საქმე“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: 1 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ამომრჩევლების პატივისცემისკენ, უმრავლესობას კი მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილების არმიღებისკენ მოუწოდა.

2 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ უწყვეტს ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს.

იხილეთ ასევე: ხმალაძე – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: „არაკონსტიტუციურია“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S